Sunday, August 18, 2013
როგორია რაჭული და გერმანული ლორი?
1. პროექტის სახელი - რაჭული და გერმანული ლორი
2. პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მონაწილეები იკვლევენ რაჭული და გერმანული ლორის მომზადების ტრადიციებსა და თავისებურებებს (დაკვლა, გასუფთავება, დამარილება, ორი კვირის შემდეგ შებოლვა ცეცხლის ალზე). ქმნიან გერმანულ ენოვან ბლოგს, სადაც განათავსებენ ინფორმაციას რაჭული ლორის დამზადების შესახებ.
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებს განუვითარდებათ სოციალური უნარ-ჩვევები, ტექნოლოგიების ფლობის უნარ-ჩვევები, დაინახავენ სკოლაში მიღებული ცოდნის ცხოვრებაში ინტეგრირების შესაძლებლობებს.
4. პროექტისმიზანი: მოსწავლეები გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს გერმანულ ენაში, განუვითარდებათ გერმანულად წერის უნარ-ჩვევები, ტექნოლოგიების ფლობის უნარები, პრეზენტირების უნარები, გაუუმჯობესდებათ სოციალური უნარები, უკეთ გაიცნობენ საკუთარი კუთხის ტრადიციებს.
5. მონაწილეთა ასაკი: 14-16 წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა: 25.11.1013- 25.02.2014.
7. მოსალოდნელი შედეგები: შეიქმნება გერმანულ ენოვანი ბლოგი რაჭული ლორის შესახებ. ბავშვები გაიღრმავებენ კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებს.
8. პროექტის შესაძლო აქტივობები: ინფორმაციის მოძიება სოფელში და ინტერნეტში, მოძიებული ინფორმაციის, ასევე ფოტო და ვიდეო მასალების განხილვა, შედარება, დისკუსია კლასში, ბლოგის შექმნა და მასალების ატვირთვა ბლოგზე, შექმნილი ფოტო და ვიდეო მასალების, პრეზენტაციების და ბლოგის პრეზენტირება აუდიტორიის წინაშე.
9. პროექტისთვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, ციფრული ფოტოაპარატი.
10. ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გერმანული
11. პროექტის ხელმძღვანელი: ეკატერინე მარგველიძე.
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: ekamargvelidze@gmail.com
13. პროექტის ბლოგი:
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment